გაუგებარია, რატომ არ ენდობა უმრავლესობა პრემიერს და რატომ არის პანაცეა, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სუს-ის დაქვემდებარებაში იყოს

გაუგებარია, რატომ არ ენდობა უმრავლესობა პრემიერს და რატომ არის პანაცეა, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სუს-ის დაქვემდებარებაში იყოს

სრულიად გაუგებარია, რატომ არ ენდობა საპარლამენტო უმრავლესობა მის მიერვე არჩეულ პრემიერ-მინისტრს და რატომ არის მათთვის პანაცეა ის, რომ ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში იყოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ოთარ კახიძე აცხადებს.

ოთარ კახიძის აზრით, მმართველ უმრავლესობას არ აინტერესებს თუ რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული ფარულ მოსმენა -მიყურადებასთან დაკავშირებულ პროექტზე საკონსტიტუციო სასამართლოს. დეპუტატი გამოსავლად კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას მიიჩნევს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელ სხდომაზევე უნდა გააჩეროს.

”ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარება ჩვენთვის პოლიტიკური თვალსაზრისით მისაღები არ არის, მაგრამ კანონისა და კონსტიტუციის მიზნების გათვალისწინებით აუცილებელია, რომ ფარული მოსმენა- მიყურადების მექანიზმები ისეთი უწყების ქვეშ იყოს, რომელსაც საგამოძიებო ფუნქცა არ გააჩნია და მოქალაქეების ფარულად მოსმენის პროფესიული ინტერესი არ აქვს” , - აცხადებს კახიძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ფარულ მოსმენა-მიყურადების საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.