ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარება საკითხის ლოგიკური გადაწყვეტა არ არის

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარება საკითხის ლოგიკური გადაწყვეტა არ არის

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარება საკითხის ლოგიკური გადაწყვეტა არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს.

"პრემიერ-მინისტრი არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშ არის ახალი სააგენტო, რომელსაც საკანონმდებლო პროექტით, ზედამხედველობის რამდენიმე ფაზა აქვს. პრემიერი აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს და ნებისმიერი სტრუქტურა, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშ ექცევა, პრემიერის კონსტროლს ექვემდებარება. შესაბამისად, არ მესმის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ლოგიკის არსი. სააგენტოს ტექნიკური და ორგანიზაციული მოწყობა უნდა იყოს იმგვარი, რომ აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ სააგენტოს მაქსიმალური დამოუკიდებლობა მივეცით,"-აცხადებს ბესელია.

რაც შეეხება ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებთან დაკავშირებით პრეზედენტის შეთავაზებას, ბესელია ამბობს, რომ საჭიროა კომპლექსური ხედვა და "საკითხის ერთი პრიზმიდან დანახვა, შეცდომაა"

"სად წერია მიღებულ კანონპროექტში, რომ ბიზნესს ექმნება პრობლემები და საფრთხეები?! მე არ ვიცი, სად არის ასეთი ჩანაწერი. ჩვენ შემოვიტანეთ ისეთი ფორმულირებები, რომლითაც სახელმწიფო იღებს ვალდებილებას, მან განახორციელოს იმ ოპერატორების ტექნიკური შესაძლებლობებით უზრუნველყოფა, რომელთაც შეიძლება არ ჰქონდეთ შესაძლებლობა უპასუხონ უსაფრთხოების გამოწვევებს. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ოპერატორი კომპანია ავტორიზაციას გადის, ის წინასწარ გადის მოთხოვნებს, რომ ვალდებულია, საკუთარი ინფრასტრუქტურით დააკმაყოფილოს სტანდარტი, რაც ქვეყანას უსაფრთხოებისთვის სჭირდება. ჩვენ უფრო ლიბერალური მიდგომა გვაქვს-ეს ავტორიზაციის წინაპირობა არ არის, მაგრამ საქმიანობის დაწყების შემდეგ გარკვეული შეფასება ხდება, ოპერატორი კომპანია რამდენად თავსებადია მოთხოვნებთან. თუ ჩვენ გვინდა მოვშალოთ დაცვის ყველა ზღვარი და მაქსიმალურად გავაშიშვლოთ სახელმწიფო ინსტიტუტები, წავართვათ მექანიზმები და რომანტიული კანონები ვწეროთ, ხელისუფლება ასეთ უპასიხიდმგებლო დამოკიდებულებას ვერ აჩვენებს. ეს იქნება ძალიან სახიფათო ნაბიჯი, მით უფრო არსებული გამოწვევების ფონზე,"- აცხადებს ბესელია.