ენდობა თუ არა პრეზიდენტი სუს-ს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და საერთოდ, ცნობს თუ არა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს?

ენდობა თუ არა პრეზიდენტი სუს-ს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და საერთოდ, ცნობს თუ არა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს?

ენდობა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს, რომელიც კომიტეტის წევრებს ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს აცნობს.

ბესელია ასევე დაინტერესდა, ენდობა თუ არა პრეზიდენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა კი ანა დოლიძეს მიმართა კითხვით, ენდობა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს და საერთოდ, ცნობს თუ არა პრეზიდენტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.

ინსტიტუბისადმი ნდობის საკითხის წამოჭრას საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ოთარ კახიძეხ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უნდა უპასუხონ კითხვას, ისინი პრემიერ-მინისტრს უფრო ენდობიან თუ სუს-ს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ნდობის საკითხის წამოჭრას არარელევანტურად მიიჩნევს.

"ჩვენი მოტივირებული შენიშვნები ემოციურ დამოკიდებულებას არ ითვალისწინებს, იგი საკონატიტუციო სასამართლოს ჩარჩოებს მიჰყვება. ნდობა- არ ნდობა კი სწორედ ემოციური ფაქტორია. ამიტომაც ჩვენი საუბრიდან ნდობის საკითხი უნდა გამოვრიცხოთ",- განაცხადა ანა დოლიძემ.