ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ახალი მოადგილეები აირჩიეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ახალი მოადგილეები აირჩიეს

20 მარტს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე საკადრო გადაწყვეტილებები მიიღეს. ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, ფრაქციის წევრებს, თავმჯდომარის ახალ მოადგილეებად პარლამენტის წევრების: ბექა ოდიშარიას, დავით მათიკაშვილის და ირაკლი ტრიპოლსკის კანდიდატურები წარუდგინა. ფრაქციის წევრთა გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი კანდიდატურები, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებად ერთხმად აირჩიეს.