ვლადიმერ პუტინი დღეს მოსკოვში ლეონიდ თიბილოვს შეხვდება

ვლადიმერ პუტინი დღეს მოსკოვში ლეონიდ თიბილოვს შეხვდება

დღეს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრას გამართავს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მხარეები სოციალურ-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრის დღის წესრიგში ასევე დგას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკე დანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე შეთანხმების რეალიზების საკითხი.

„მხარეები აპირებენ განიხილონ „სამხრეთ ოსეთში“ პენსიებისა და ხელფასების გაზრდის, ასევე სამხრეთ ოსეთში სამედიცინო კლასტერისა და სხვა სოციალური ობიექტების მშენებლობის საკითხი“, - განაცხადა „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა განა იანოვსკაიამ.