ყველა განცხადება ე.წ ჩადებებთან დაკავშირებით უკავშირდება ერთ მიზანს - მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბოლო დროს ნარკოტიკების ე.წ ჩადებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
მინისტრის თქმით, ფაქტები, რომელიც არსებობს, რეალურია. ”ყველს განცხადება ე.წ ჩადებებთან დაკავშირებით უკავშირდება ერთ მიზანს - მოსალოდნელი პასუხისმგებლობიდან თავის არიდებას. არავის შვილობა, არავის პროფესია, არ არსებობს ამ საკითხში ინდულგენცია. ის ფაქტები, რაც სახეზე გვაქვს, რეალურია”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.