დავით უსუფაშვილი: ვთქვათ, დაიწყო მარგველაშვილმა ფიქრი მომავალ არჩევნებზე, მერე რაა?!

დავით უსუფაშვილი: ვთქვათ, დაიწყო მარგველაშვილმა ფიქრი მომავალ არჩევნებზე, მერე რაა?!

ვთქვათ, დაიწყო მარგველაშვილმა ფიქრი მომავალ არჩევნებზე, მერე რაა?! მითხარით, ერთი პარლამენტის წევრი, რომელიც არ ფიქრობს მომავალ არჩევნებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუნდაც პრეზიდენტის კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ხომ არ ნიშნავს იმას, რომ გიორგი მარგველაშვილმა დამოუკიდებელი საარჩევნო მარათონი დაიწყო.

„ვთქვათ და დაიწყო მარგველაშვილმა ფიქრი მომავალ არჩევნებზე, მერე რაა?! მითხარით, ერთი პარლამენტის წევრი, რომელიც არ ფიქრობს მომავალ არჩევნებზე. პოლიტიკაში მყოფი ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ მომავალზე არ ფიქრობს, ეს ნიშნავს, რომ ძალითაა პოლიტიკაში, ან გაუგებარიაა, რატომაა იქ. ეს არ არის პარლამენტის წევრის ექსკლუზიური უფლება, პარლამენტის ტრიბუნიდან საქმეც აკეთოს და თან ამომრჩეველსაც ეკეკლუცოს, ჩემი ჩათვლით, ამისი უფლება აქვს პრეზიდენტსაც და ნებისმიერ არჩევით თანამდებობის პირს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, არჩევით თანამდებობის პირებს, ვისაც მომავალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ, ასევე აქვთ უფლება იმისა, რომ იფიქრონ ასეთ საკითხებზე და თავის საქმიანობაში ეს ელემენტიც ჰქონდეთ გათვალისწინებული.

„ვთქვათ აღმოჩნდა, რომ დიახ, მარგველაშვილი თავისი პოზიციების გასამყარებლად საზოგადოებაში მეტად აქტიურობს, მეტად დადის, მეტს მოძრაობს, ეს მარგველაშვილს ეკრძალება და რომელიმე მინისტრს ევალება?!“, - განაცხადა უსუფაშვილმა.