რვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ადმინისტრაციული ზოლი მოინახულეს

რვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ადმინისტრაციული ზოლი მოინახულეს

სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებმა ადმინისტრაციული ზოლი მოინახულეს.

უცხოელმა სტუმრებმა შიდა ქართლში ვიზიტი, გორში განთავსებულ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოფისში, მის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყეს.საპარლამენტო დელეგაციის წევრები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობის სპეციფიკას და ძირითადი საქმიანობისმიმართულებებს ადგილზე გაეცნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა სოფელ ხულვალეთთან მდებარეადმინისტრაციულ ზოლი მოინახულეს, სადაც სოფლის მოსახლეობის ნაწილი რუსული ოკუპაციის მიერ აღმართული მავთულხლართებით არის გაყოფილი.

ნორდიკულ-ბალტიური რვიანი (NB8) არის რეგიონული თანამშრომლობის არაფორმალური ფორმატი ბალტიისა(ლიტვა,ლატვია,ესტონეთი) და ნორდიკულ ქვეყნებს (შვედეთი,ფინეთი,ნორვეგია,ისლან დია,დანია) შორის. NB8პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის ინსტრუმენტს წარმოადგენს.