ძლიერმა ქარმა თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკლამო ბანერი მოგლიჯა. როგორც „ინტეპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვერის ბაღის შესასვლელთან ერთ-ერთი შენობის კედელზე არსებული ბანერი ქარმა დააზიანა და კომპანიის წარმომადგენლებმა ის ჩამოხსნეს.
დაზიანებული ბანერი ტერიტორიიდან უკვე გაიტანეს.