ირაკლი მამალაძე სოსო ოხანაშვილსა და მეუფე დიმიტრიზე რატომ მიუთითებს და რა ინფორმაცია გააჩნია, ეს გამოძიების პრეროგატივაა

ირაკლი მამალაძე სოსო ოხანაშვილსა და მეუფე დიმიტრიზე რატომ მიუთითებს და რა ინფორმაცია გააჩნია, ეს გამოძიების პრეროგატივაა

ირაკლი მამალაძე სოსო ოხანაშვილსა და მეუფე დიმიტრიზე რატომ უთითებს და რა ინფორმაცია გააჩნია, ეს გამოძიების პრეროგატივაა, - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

”კონკრეტულ პიროვნებებზე ვერ მოგახსენებთ. მოწმე ირაკლი მამალაძე ამ პერსონებზე (სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი) რატომ უთითებს და რა ინფორმაცია გააჩნია, ისევ და ისევ გამოძიების პრეროგატივაა. ამიტომ ჩვენ გაგვიჭირდება რაიმე ანალიზი ან შეფასება მოვახდინოთ ამ გარემოებების”, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ირაკლი მამალაძის მეორე ჩვენებით ე.წ. ციანიდის საქმეში სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი ჩნდებიან.

”მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ხელმეორედ დაკითხეს და მეორე ჩვენებაში ამბობს, ვფიქრობ, მამა გიორგი მრავლობითში იმიტომ ლაპარაკობს, რომ ის მარტო არ მოქმედებდა, ის კონკრეტულ პირებს გულისხმობსო. რადგან მასთან დაახლოებული პირები არიან სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი, შეიძლება მამა გიორგი მამალაძესთან ერთად მოქმედებდნენო. ვარაუდობს, რომ ამის უკან მეუფე დიმიტრი დგას. ეს ორი ადამიანი არსად ფიგურირებდა და ახლა გამოჩნდა ირაკლი მამალაძის ჩვენებაში. პროკურატურას ახალი ვერსიის შექმნა უნდა, რადგან ძველმა არ გაამართლა. ძველი ვერსიით, მამა გიორგი შორენას მოსაწამლად მიდიოდა, ახლა უნდათ ააგორონ, თითქოს ოხანაშვილთან ერთად მოქმედებდა და ამ ამბის უკან მეუფე დიმიტრი იდგა. ირაკლი მამალაძის გარდა, არავინ ასახელებს ოხანაშვილს”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.