„თბილსერვის ჯგუფმა“ მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“ მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

 შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე. მდინარე და მისი მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკის საშუალებით, წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან იწმინდება. გარდა ამისა, ხორციელდება გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება. მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება.