კომიტეტის თავმჯდომარემ დამოუკიდებელ დეპუტატს სარჩელი მოუგო

კომიტეტის თავმჯდომარემ დამოუკიდებელ დეპუტატს სარჩელი მოუგო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილს სარჩელი მოუგო.

ეკა ბესელიას ადვოკატის, გიგა კვერენჩხილაძის ინფორმაციით, საქმე ეხება ალეკო ელისაშვილის მხრიდან ეკა ბესელიას მისამართით სატელევიზიო ეთერიდან გაჟღერებულ ცილისმწამებლურ განცხადებებს.

"სასამართლომ ალეკო ელისაშვილს დააკისრა ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა იგივე ეთერით, რომლის მეშვეობითაც მან ეკა ბესელიას შეურაცხყოფა მიაყენა. საუბარია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანზე". ასევე, ელისაშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა სიმბოლური თანხა 1000 ლარი",- განუცხადა "პირველს" ადვოკატმა.

როგორც ცნობილია, ჯარიმის თანხის გადარიცხვას კომიტეტის თავმჯდომარე მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარების ფონდში აპირ4ებს.

ეკა ბესელია სასამართლოს სთხოვდა დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს 20 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაკისრებოდა.

ალეკო ელისაშვილმა 2015 წელს განაცხადა, რომ მაშინ როდესაც ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე "კოკაინის საქმის" ფიგურანტების შეწყალებას ითხოვდნენ.