ჟან-კლოდ იუნკერი:  ყველა თურქი პატარა ერდოღანი არ არის

ჟან-კლოდ იუნკერი: ყველა თურქი პატარა ერდოღანი არ არის

ევროპაში მცხოვრები თურქები პასუხს არ აგებენ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკაზე, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა.

„დიდი განსხვავებაა თურქ ხალხსა და თურქეთის მთავრობას შორის. ყველა თურქი პატარა ერდოღანი არ არის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა.

მისი თქმით, ევროკავშირში მცხოვრები თურქები „კარგად ინტეგრირებულნი არიან“ და „წვლილი შეაქვთ ევროკავშირის აყვავებაში“.

იუნკერმა ასევე აღნიშნა, რომ მას არ აწუხებს თურქეთის მუქარა მიგრანტების შესახებ შეთანხმების შეწყვეტაზე.

„თურქეთის ინტერესებში არ შედის, რომ მის სანაპიროსთან კონტრაბანდისტებმა და ბანდიტებმა გავლენის ბერკეტები ჩაიგდონ ხელში“, - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ერდოღანის განცხადებებზე სიკვდილით დასჯის სასჯელის აღდგენაზე და განაცხადა, რომ აღნიშნული სასჯელის აღდგენა ავტომატურად ნიშნავს ევროკავშირსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებების შეწყვეტას თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.