მთავარი პროკურორი დაკავებულია პოლიტიკური მესიჯების მიღებით და მმართველი გუნდის დაკვეთების შესრულებით

მთავარი პროკურორი დაკავებულია პოლიტიკური მესიჯების მიღებით და მმართველი გუნდის დაკვეთების შესრულებით

მთავარი პროკურორი დაკავებულია პოლიტიკური მესიჯების მიღებით და მმართველი გუნდის დაკვეთების შესრულებით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, ოთარ კახიძე მთავარი პროკურორის გადაყენებას ითხოვს.

„საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სპექტრი იღებს კონკრეტულ მესიჯებს, რომელსაც შედგომ ერთხმად აჟღერებენ. ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ „რუსთავი 2“- ის საქმის უკან იდგა ხელისუფლება, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ამ ინფორმაციაში გახლავთ ის, რომ პოლიტიკურ დაკვეთებს და მესიჯბოქსს პოლიტიკოსებთან ერთად იღებს საქართველოს მთავარი პროკურორი. კანონის მიხედვით პროკურატურა არის დამოუკიდებელი და არ უნდა ემორჩილებოდეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, მაგრამ ჩვენ გვაქვს რეალობა როდესაც მთავარი პროკურორი ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს, იღებს მითითებებს ივანიშვილისგან და იმის ნაცვლად, რომ დაიცვას ჩვენი მოქალაქეები და უზრუნველყოს კანონის უზენასოება, მთავარი პროკუროორი დაკავებულია პოლიტიკური მესიჯების მიღებით და პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით.

მინდა განვაცხადო რომ „მოძრაობა თვაისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა მთავარი პროკურორის გადაყენებასის თაობაზე კვლავ ძალაშია და ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დაუშვებელია საქართველოს მთავარი პროკურორი პირდაპირ და ღიად ასრულებდეს მმართველი პოლიტიკური გუნდის და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.