პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტის წინაშე არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მოვლენა

პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტის წინაშე არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მოვლენა

პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტის წინაშე არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მოვლენა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოუსმენენ პრეზიდენტს იმ პრობლემების თაობაზე, რომელიც ქვეყანაშია.

"ჩვენი კითხვები ეხება სწორედ მედიათავისუფლებას, ეკონომიკურ სტაგნაციას, გაუფასურებულ ლარს, ეხება იმ პრობლემებს, რომლებიც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს, რომელთა არჩეულიც არის საქართველოს პრეზიდენტი. ეხება აგრეთვე პოლიტიკურ დევნას, მართლმსაჯულების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის სპექტრი საკითხების, რომელიც დაისმება "ევროპული საქართველოს" მხრიდან",- განაცხადა კახიძემ.

პრეზიდენტი პარლამენტს წლიური მოხსენებით 7 აპრილს მიმართავს.