აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგმა მისი პრეზიდენტობისას ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. აღნიშნულს ცხადყოფს კვლევითი ორგანიზაცია Gallup-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმიანობას მხარს რესპონდენტთა 37% უჭერს, ხოლო გამოკითხულთა 58% ეწინააღმდეგება მის პოლიტიკას.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ დღეებში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომელიც 22 იანვარს ჩატარდა, მას მხარს გამოკითხული ამერიკელების 45% უჭერდა.
შედარებისთვის, პრეზიდენტობის პირველი 60 დღის განმავლობაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაქ ობამას რეიტინგი, კვლევითი ორგანიზაცია Gallup-ის გამოკითხვის თანახმად, 63%-ს შეადგენდა.