სახალხო დამცველის წარმომადგენლის ციალა ქათამიძის ინფორმაციით, ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის წესით საქმე შესაძლოა, კიდევ რამდენიმე პირის მიმართ აღიძრას.
"ყველა ვინც დააკავეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა, ერთი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. როგორც სამმართველოში აცხადებენ, გამოძიების პროცესი მიმდინარეობს და სავარაუდოდ, შესაძლოა სხვა ადამიანებზეც აღიძრას სისხლის სამართლის საქმე", - აცხადებს ციალა ქათამიძე.