პარიზში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

პარიზში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

პარიზში, პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. 

როგორც ცნობილია, პოლიციამ ურჩი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით დაშალა და სამი მათგანი დააკავა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. 

უკვე რამდენიმე კვირაა ასობით მოქალაქე პოლიციელის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტს აპროტესტებს. 2 თებერვალს, პარიზში, ახალგაზდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც დაკითხვის დროს სცემეს და ხელკეტით გააუპატიურეს. ის საავადმყოფოში პრეზიდენტმა ოლანდმაც მოინახულა.