ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის მე-12 პრეზიდენტის მოვალების შესრულებას შეუდგა

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის მე-12 პრეზიდენტის მოვალების შესრულებას შეუდგა

გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა იოაჰიმ გაუკისგან ქვეყნის პრეზიდენტობა ოფიციალურად გადაიბარა. 

შტაინმაიერი გერმანიის მე-12 პრეზიდენტის უფლებამოვალეობის შესრულებას გუშინ ოფიციალურად შეუდგა. გაუკმა და მისმა მეუღლემ დანიელა შადტმა შტაინმაიერსა და ახალ პირველ ლედის ელკე ბიუდენბერდეს ეს დღე მიულოცეს. ცერემონია ბელვიუს სასახლეში გაიმართა.

გერმანიის ახალი პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტად 12 თებერვალს აირჩიეს. 61 წლის შტაინმაიერის კანდიდატურა მისმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ წამოაყენა, რომელსაც მხარი, ასევე, დაუჭირეს ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა და ქრისტიან-სოციალისტურმა კავშირმა.