ომბუდსმენის წარმომადგენელი- ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 8 პირი აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია

ომბუდსმენის წარმომადგენელი- ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 8 პირი აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციალა ქათამიძემ ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. მან სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 პირი მოინახულა. როგორც ქათამიძე აცხადებს, ერთ-ერთმა პირმა განუცხადა, რომ დაკავების შემდეგ სამმართველოში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

"დღეს 8 პირს შევხვდით, რომელიც ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორშია განთავსებული. ისინი 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით არიან დაკავებული. ყველა აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. მათ განემარტათ, რასთან დაკავშირებით დააკავეს. მხოლოდ ერთი მათგანი საუბრობს სიტყვიერ შეურაცხყოფაზე პოლიციელების მხრიდან სამმართველოში", - აცხადებს ციალა ქათამიძე.

ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით კიდევ 8 პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით და 353-ე მუხლებით ედებათ, რაც მასობრივ არეულობას და პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.