ფრანგმა სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, რომელსაც შესაძლოა, პარიზის აეროპორტ „ორლიში“ სამხედროებზე თავდასხმასთან კავშირი ჰქონდეს, - იუწყება ფრანგული რადიოსადგური France Info.
დღეს პარიზის აეროპორტ “ორლიში” უცნობი პირი სამხედრო პატრულს თავს დაესხა. სამხედროებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შეეცადა ერთ-ერთი სამხედროსთვის იარაღი წაერთმია, რომელიც, ოპერაცია Sentinelle-ის ფარგლებში, უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელის ნეიტრალიზება მოახდინეს.
ამჟამად პარიზის აეროპორტიდან 3000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.