პარიზის აეროპორტში უცნობი პირი სამხედრო პატრულს თავს დაესხა

პარიზის აეროპორტში უცნობი პირი სამხედრო პატრულს თავს დაესხა

პარიზის აეროპორტში, “ორლიში” უცნობი პირი სამხედრო პატრულს თავს დაესხა. სამხედროებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს, - იუწყება ფრანგული ტელეკომპანია BFMTV. 

წინასწარი მონაცემებით, მამაკაცი შეეცადა ერთ-ერთი სამხედროსთვის იარაღი წაერთმია, რომელიც, ოპერაცია Sentinelle-ის ფარგლებში, უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელის ნეიტრალიზება მოახდინეს. 

ამჟამად პარიზის აეროპორტის ტერმინალი Orly Sud ევაკუირებულია. ადგილზე პოლიციის ძალებია მობილიზებული, რათა დარწმუნდნენ, რომ თავდამსხმელს თანამზრახველი არ ჰყავს.