ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 8 პირის მოსანახულებლად, იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე შევიდა.
როგორც ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ციალა ქათამიძემ განაცხადა, იგი დამატებით დეტალებზე მოგვიანებით, დაკავებულებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს. "ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ 8 პირი დააკავეს. შევალ, მოვინახულებ მათ და დეტალებს გავეცნობი", -განაცხადა ციალა ქათამიძემ.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით და 353-ე მუხლებით ედებათ, რაც მასობრივ არეულობას და პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.