აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეასთან აშშ-ის „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა დასრულდა და აშშ-ს შეუძლია სამხედრო ზომები გამოიყენოს

აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეასთან აშშ-ის „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა დასრულდა და აშშ-ს შეუძლია სამხედრო ზომები გამოიყენოს

აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეასთან აშშ-ის „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა დასრულდა და აშშ-ს შეუძლია სამხედრო ზომები გამოიყენოს, - იუწყება BBC. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ აღნიშნული ზომა დღის წესრიგში იქნება, თუ ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების პროგრამის საფრთხე მიაღწევს ისეთ დონეს, როდესაც სამხედრო ზომების მიღება საჭირო გახდება. 

სამხრეთ კორეაში ვიზიტისას რექს ტილერსონმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ სწავლობს რიგ ახალ დიპლომატიურ და ეკონომიკურ ზომებს. მან ასევე დაიცვა ამერიკული სარაკეტო სისტემის განლაგება სამხრეთ კორეაში, რამაც ჩინეთის აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის განცხადებით, სისტემა საჭიროა ჩრდილოეთ კორეისგან თავის დასაცავად.