ნინო ბურჯანაძე - ჩემი ლიდერი ვერც გიორგი მარგველაშვილი იქნება, ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც ვერავინ

ნინო ბურჯანაძე - ჩემი ლიდერი ვერც გიორგი მარგველაშვილი იქნება, ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც ვერავინ

ჩემი ლიდერი ვერც გიორგი მარგველაშვილი იქნება, ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც ვერავინ, - ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში განაცხადა.

ბურჯანაძე გამოეხმაურა განცხადებებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ირგვლივ ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდეს. ბურჯანაძე კოორდინირებულად არავისთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, გარდა ”ნაციონალური მოძრაობისა”. 

”თუ გამოჩნდება ქვეყანაში ვინმე, ვინც მართლაც რეალურად შეძლებს ქვეყნის პრობლემების გადაწყვეტას, მე არ მაქვს პრობლემა, რომ მისი ლიდერობა ვაღიარო. როდესაც 2012 წელს გამოჩნდა ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააჩინა იმის იმედი, რომ შეიძლებოდა ”ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნისთვის უსისხლოდ მოგვეშორებინა, მე არ გამიჭირდა გვერდზე გადგომა და ადგილის დათმობა, არათუ ხელის არშეშლა, არამედ დახმარება ბიძინა ივანიშვილისთვის და ”ქართული ოცნებისთვის”, რომ ”ნაციონალური მოძრაობა მოგვშორებოდა. თუმცა სამწუხროდ, აღმოჩნდა, რომ მეც ილუზია მქონდა, მცირე, მაგრამ მაინც”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.