დედაქალაქის მერობის კანდიდატის თაობაზე ”ქართულ ოცნებაში” ჯერ მსჯელობა არ გამართულა

დედაქალაქის მერობის კანდიდატის თაობაზე ”ქართულ ოცნებაში” ჯერ მსჯელობა არ გამართულა

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერობის კანდიდატის თაობაზე ”ქართულ ოცნებაში” ჯერ მსჯელობა არ გამართულა და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მიღებული არაა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ”TV პირველის” ეთერში, გადაცემა ”რეაქციაში” განაცხადა.

კითხვაზე არის თუ არა გუნდში გადაწყვეტილი, რომ მერობის კანდიდატად ის დასახელდება, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ როდესაც მერობის კანდიდატზე ”ქართულ ოცნებაში” გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ამას პირველი თავად გააჟღერებს. 

”ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე საკმაოდ ბევრი დროა დარჩენილი. გუნდში ჯერ არ გამართულა მსჯელობა მერობის კანდიდატთან დაკავშირებით. დღეს მაქვს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა. ვარ ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, ვარ ასევე პარტია ”ქართული ოცნების” გენერალური მდივანი. იმ დარგში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. თუ რა იქნება მომავალში, ვინ იქნება კანდიდატად წარმოდგენილი, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება, მას შემდეგ, რაც გუნდში ამაზე მსჯელობა გაიმართება. რაც შემეხება პირადად მე, მზად ვარ გუნდის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ვიმოქმედო. ჩემთვის თანამდებობა არსდროს ყოფილა მთავარი და მნიშვნელოვანი”, - განაცხადა კახა კალაძემ.