პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატი იქნება კლასიკური - ისეთი, როგორც რეგლამენტის მიხედვით არის გათვალისწინებული

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატი იქნება კლასიკური - ისეთი, როგორც რეგლამენტის მიხედვით არის გათვალისწინებული

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატი იქნება კლასიკური - ისეთი, როგორც რეგლამენტის მიხედვით არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ეს არის ტრადიციული ფორმატი, რომელიც, როგორც წესი, იმართება საგაზაფხულო სესიის გახსნის პირველივე სხდომაზე. პირველივე სხდომაზე ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თხოვნითვე არ ჩავნიშნეთ ეს შეხვედრა. თხოვნა მოდიოდა თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რომ პრეზიდენტის გრაფიკის გათვალისწინებით გადაგვედო ეს მოსმენა. შესაბამისად, ჩვენ გადავიტანეთ იმ თარიღისთვის, რა თარიღიც ითხოვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტს 7 აპრილს მიმართავს.