იმ ადამიანს სერიოზულად არ შევხედავდი, ვინც ფიქრობს, რომ ბათუმის მოვლენები ხელისუფლების შიგნით დაიგეგმა

იმ ადამიანს სერიოზულად არ შევხედავდი, ვინც ფიქრობს, რომ ბათუმის მოვლენები ხელისუფლების შიგნით დაიგეგმა

იმ ადამიანს არ შევხედავდი სერიოზულად, ვინც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, რომ ხელისუფლების შიგნით დაიგეგმა ბათუმის მოვლენები, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოსაზრებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ბათუმის ინციდენტი ხელისუფლების შიდაკლანური დაპირისპირება იყო და ხელისუფლება ამის "ნაციონალური მოძრაობისთვის" "ჩამოკიდებას" ცდილობს.

მისივე თქმით, სასაცილოდაც არ ეყო, როდესაც ეს ვერსია პირველად გახმოვანდა.

"როგორც ჩანს, მავანი ცდილობს, სერიოზული ფონი შეუქმნას ამ სრულიად გაუგებარ ვერსიას. მე არ ვუყურებ სერიოზულად ამ ვერსიას და არც იმ ადამიანს შევხედავდი სერიოზულად, ვინც ასეთ რამეს საზოგადოებას აწვდის, რომ ხელისუფლების შიგნით დაიგეგმა ბათუმის მოვლენები. ამაზე სერიოზული დისკუსიის წარმართვა უბრალოდ წარმოუდგენელია, - განაცხადა ბესელიამ.