საერთაშორისო საზოგადოებას ვთხოვთ, რუსეთის ქმედებებს შესაბამისი შეფასება მისცეს

საერთაშორისო საზოგადოებას ვთხოვთ, რუსეთის ქმედებებს შესაბამისი შეფასება მისცეს

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე საზენიტო სარაკეტო კომპლექსის განთავსება პირველ რიგში ხელს უშლის სამშვიდობო პროცესს და იმ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, ქართული მხარე თხოვნით მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მისცეს შესაბამისი შეფასება რუსეთის ამ ქმედებებს და მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას.

„ეს, პირველ რიგში, სამშვიდობო პრიცესს უშლის ხელს. ეს ხელს უშლის იმ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე. ეს არღვევს 2008 წლის შეთანხებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ეს არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას და პრინციპს“, - განაცხადა ჯანელიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად შეიძლება რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯები გადადგმული იყოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელშესაშლელად, ჯანელიძის თქმით, საქართველო განუხრელად ადგას თავის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზას, რაც არ გულისხმობს რაიმე საფრთხეს რეიგონისთვის.

„ჩვენ ორიენიტირებულები ვართ სტაბილურობაზე, უსაფრთხოებაზე. ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მისცეს შესაბამისი შეფასება რუსეთის ამ ქმედებებს და მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.