დიმიტრი ქუმსიშვილი აფხაზეთის ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსებას საქართველოს სუვერენული უფლებების დარღვევად აფასებს

დიმიტრი ქუმსიშვილი აფხაზეთის ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსებას საქართველოს სუვერენული უფლებების დარღვევად აფასებს

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსებას საქართველოს სუვერენული უფლებების დარღვევად აფასებს.

თუმცა, როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ ფიქრობს, რომ ამ ქმედებებმა შესაძლოა, ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შენელება გამოიწვიოს.

“ნებისმიერი ძალის განთავსება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არის ჩვენი სუვერენული უფლებების დარღვევა. ეს არის ყველანაირი საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა. არ მგონია, რომ ამ ქმედებებმა გამოიწვიოს ჩვენი ინტეგრაციის პროცესის შენელება ევროკავშირთან რაიმე სახით. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები და მხარდამჭერები გვყავს და ჩვენ ჩვენი მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის. ერთმნიშვნელოვნად რუსეთის ეს ქმედება არის ჩვენი სუვერენული უფლებების დარღვევა”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.