არსებობს რამდენიმე მიმართულება, რამაც შეიძლება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით რისკები წარმოშვას

არსებობს რამდენიმე მიმართულება, რამაც შეიძლება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით რისკები წარმოშვას

არსებობს რამდენიმე მიმართულება, რამაც შეიძლება წარმოშვას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით რისკები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ევროპასთან ინტერგარციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

შალვა ხუციშვილის განცხადებით, ერთ-ერთ რისკს წარმოადგენს „ტრანზიტული მგზავრები“, რომლებიც საქართველოს გავლით შეეცდებიან ევროკავშირის ქვეყანაში შეღწევას, რისი პრევენციისთვისაც უკვე მიღებულია შესაბამისი ზომები.

„ერთი რისკი ეს არის, საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის გამოყენება მესამე ქვეყნების მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყანაში შეღწევის მიზნით. მეორე ეს არის საქართველოს მოქალაქეთა სწორი ინფორმირება. მესამე ეს არის მონაცემთა სწორი და სამართლებრივად მოწესრიგებული მიმოცვლა ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან და თანამშრომლობა იმისთვის, რომ ვინც დაარღვია ვადები, დაბრუნდეს ქვეყანაში ეფექტურად. უკვე გადავაიარაღეთ ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ტრანზიტული მგზავრების ეფექტურად გაკონტროლების მიზნით შევიძინეთ შესაბამისი აღჭურვილობა ევროკავშირის დახმარებით. პერსონალსაც ჩაუტარდა შესაბამისი მზადება და სრული მზადყოფნა გვაქვს ამ მიმართულებით“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.