არსებული ინფორმაციით, ყაზბეგში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, ყაზბეგში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, ყაზბეგში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი პირი დაიღუპა. არაოფიციალური ცნობით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ უცხოელი მოთხილამურეა, რომელიც გუდაურში რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილი ზვავის ადგილიდან ვერტმფრენით უკვე გადმოიყვანეს. შემთხვევა ყაზბეგში, კობის მხარეს მოხდა.

„ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმებას შესაბამის უწყებებთან ცდილობს.