ბორის სილევიჩი - სტრასბურგის სასამართლო არ არის საქართველოს რომელიმე ზედა ან ქვედა ინსტანციის სასამართლო

ბორის სილევიჩი - სტრასბურგის სასამართლო არ არის საქართველოს რომელიმე ზედა ან ქვედა ინსტანციის სასამართლო

პოლიტიკოსებისთვის, დეპუტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სემინარები, სადაც ისინი სწავლობენ თავიდანვე, როგორ მოარგონ და შეუსაბამონ ქვეყნის კანონები კონვენციის მოთხოვნებს და შემდეგ აღსრულების მონიტორინგი განახორციელონ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის პარლამენტის წევრმა ბორის სილევიჩმა ჟურნალისტებს ბორჯომის "რიქსოსში", “საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაცია" დაწყებამდე განუცხადა.

ბორის სილევიჩმა სტრასბურგის სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა უდავოდ მნიშვნელოვანია, რამეთუ ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლო ეს არ არის რომელიმე ზედა ან ქვედა ინსტანციის სასამართლო საქართველოსი. ეს არის სასამართლო, რომელიც ზოგადად იხილავს და ემსახურება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში აღნიშნული უფლებების დაცვას. როგორც მოგეხსენებათ, სასამართლო არა მხოლოდ იღებს გადაწყვეტილებებს და კომპენსაციას აკისრებს დაზარალებული მხარის სასარგებლოდ, რაც სრულიადაც არ არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, აქ უმნიშვნელოვანესი გახლავთ ის სტანდარტები და განმარტებები, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო აძლევს სახელმწიფოთა პრაქტიკას ადამიანის უფლებათა კონვენციის შესრულების მიმართებით. ამრიგად, პოლიტიკოსებისთვის, დეპუტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სემინარები, სადაც ისინი სწავლობენ თავიდანვე როგორ მოარგონ და შეუსაბამონ ქვეყნის კანონები კონვენციის მოთხოვნებს და შემდეგ აღსრულების მონიტორინგი განახორციელონ", - განაცხადა ბორის სილევიჩმა.