უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს, რომ არ ვსაუბრობთ ერთხმად და ხმამაღლა საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს, რომ არ ვსაუბრობთ ერთხმად და ხმამაღლა საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე

ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს, რომ არ ვსაუბრობთ ერთხმად და ხმამაღლა საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.

მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებასთან დაკავშირებით.
მინისტრის თქმით, უნგრეთი პატივს სცემს და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

“ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ ყველამ უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი, თუკი ასე იქნება, მსოფლიო გახდება ბევრად უკეთესი ადგილი. ჩვენ ძალიან ხმამაღლა ვსაუბრობთ ამაზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი. ჩვენ სულ ვიტყვით ამას და იმ დახმარებას, რომელიც სჭირდება საქართველოს, ყოველთვის გავუწევთ. ასე იყო წარსულში და ასე იქნება მომავალშიც”, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რისთვისაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მას მადლობა გადაუხადა.