ლიბიის სანაპიროსთან თურქული გემი ჩაიძირა

ლიბიის სანაპიროსთან თურქული გემი ჩაიძირა

ლიბიის სანაპიროსთან თურქული სატვირთო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანსპრესი“ ლიბიის საზღვაო ფლოტის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

„გემზე სულ ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი თურქეთის მოქალაქეა. ექვსის გადარჩენა მოხერხდა, შვიდი ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა“, - აცხადებს გენერალი აიუბ ქასემი.

მისი ინფორმაციით, გემის ეკიპაჟმა მათ აცნობა, რომ პორტ მისტრატადან 2,5 საზღვაო მილის დაშორებით იყვნენ და დახმარებას საჭიროებდნენ.