პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით ვახტანგ ხმალაძის წინადადება „ძალიან კარგია“

პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით ვახტანგ ხმალაძის წინადადება „ძალიან კარგია“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კობა ნარჩემაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით ვახტანგ ხმალაძის წინადადება ძალიან კარგია და მისი განხილვა ინტენსიურად მოხდება.

”ვფიქრობ, კარგი წინადადებაა. ძალიან ინტენსიურად იქნება ამ წინადადების განხილვა, ვინაიდან პრეზიდენტის არჩევის ამგვარი წესი შედარებით მაქსიმალურად უზრუნველყოფს პრეზიდენტის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო მოწყობის პირობებში”, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. 

ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე საკონსტიტუციო კომისიას სთავაზობს პრეზიდენტის ირიბი არჩევნების ისეთ წესს, რომლის დროსაც პრეზიდენტის არჩევა მოხდება არა პარლამენტის მიერ, არამედ 300-კაციანი საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელიც თავის მხრივ დაკომპლექტდება პარლამენტის 150 წევრისგან, აფხაზეთისა და აჭარის უზენაესი საბჭოებისა და თვითმმართველობის ორგანოებისგან.