ქართველმა ხალხმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩიოს 2018 წელსაც, 2023-შიც და ყველა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზეც

ქართველმა ხალხმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩიოს 2018 წელსაც, 2023-შიც და ყველა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზეც

ქართველმა ხალხმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩიოს 2018 წელსაც, 2023-შიც და ყველა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზეც, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი საარჩევნო სისტემაზე, ქვეყნის მოწყობაზე, პრეზიდენტის არჩევის წესზე და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში მთელი ქვეყნის მოსახლეობას აზრს ეკითხება.

”როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ჩვენი კამპანიის ფარგლებში ”კონსტიტუცია ყველასია” ჩვენს აზრს ვეკითხებით მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას - იქნება ეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მთლიანობაში საარჩევნო სისტემა, თუ ქვეყნის მოწყობა, ამაზე ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართველი ხალხის აზრი, რომელსაც ჩვენ ვარკვევთ სწორედ იმ ჩართულობით, რომელსაც ჰქვია კამპანია ”კონსტიტუცია ყველასია”. რაც შეეხება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა ამასთან დაკავშირებით არჩევანი გააკეთა, ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება. ქართველმა ხალხმა პერეზიდენტი უნდა აირჩიოს პირდაპირი წესით 2018 წელს, შემდგომ წლებშიც, მათ შორის 2023 წელს და შემდგომაც, როდესაც იქნება პრეზიდენტის არჩევნები“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.