„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეების შესარჩევი ვადის გახანგრძლივებას „ძალიან საეჭვო ნაბიჯად“ აფასებს.
ტუღუშის აზრით, როგორც ჩანს, კანდიდატები, რომელთაც განაცხადი შეიტანეს, ხელისუფლებისთვის ნაკლებად მისაღებია.
„ეს გადაწყვეტილება არღვევს მთავრობის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, პირველ აპრილამდე უკვე ახალი სია უნდა გადაგზავნილიყო სტრასბურგში. არ გამოვრიცხავ, რომ ის კანდიდატურები, რომლებიც შემოვიდა, ხელისუფლებისთვის გარკვეულ პრობლემას აჩენდა, ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ ვადა გაახანგრძლივონ და ბევრმა სხვა კანდიდატმაც შეიტანოს თავისი განაცხადი. თუმცა სპეკულაციებს ვერ დავიწყებ, ფაქტია, რომ ვადა ერთი თვით არის გაგრძელებული“, - განაცხადა ტუღუშმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლების შესარჩევად ახალი კონკურსი გამოაცხადა. საბუთებისა და განაცხადების მიღება თავდაპირველად 2017 წლის 14 მარტამდე განისაზღვრა, თუმცა შემდეგ ვადა 13 აპრილამდე იქნა გაგრძელებული.