ირაკლი კობახიძე მზადყოფნას გამოთქვამს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს

ირაკლი კობახიძე მზადყოფნას გამოთქვამს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მზადყოფნას გამოთქვამს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტმა უნდა მიმართოს პარლამენტს სასურველ თარიღთან დაკავშირებით და ამის შემდეგ კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყდეს თარიღი.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები გავმართოთ. ვერ გეტყვით გამოსვლა როდის იქნება. იყო გარკვეული შემოთავაზება თარიღის, თუმცა ის ემთხვეოდა მნიშვნელოვან ღონისძიებას, საქართველოში ჩამოდის ხუთი ქვეყნის სპიკერი და ორი ქვეყნის ვიცე-სპიკერი. აქედან გამომდინარე, შევთანხმდით, რომ პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი გადაგვეწია, თუმცა დამატებითი კონსულტაციები არ გამართულა. ველოდებით შემოთავაზებას პრეზიდენტის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატს, პარლამენტში ირაკლი კობახიძის განმარტებით, ჯერ ფორმატი გარკვეული არ არის, თუმცა პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, დეპუტატების გამოსვლები აუცილებლად იქნება.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა მარტში იგეგმება.