ელგუჯა ბაგრატიონი: ვანდალიზმის ორგანიზატორი იყო ხელისუფლება და სუს-ი

ელგუჯა ბაგრატიონი: ვანდალიზმის ორგანიზატორი იყო ხელისუფლება და სუს-ი

სუს-მა გამოიყენა და მშვიდობიანი აქცია ვანდალიზმში გადაიყვანა, რასაც ჩვენ ვემიჯნებით და ვამბობდით იმ დღესაც. ვანდალიზმის ორგანიზატორი იყო ხელისუფლება და სუსი, - ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხდა.

იგი 11-12 მარტს ბათუმში გამართული აქციის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა პროვოცირება მოხდა.

"ეს აქცია სპონტანურად დაიწყო, როცა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქე პლაზას წინ დააჯარიმა. აქცია დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც მშვიდობიანი იყო. აქცია არ იყო ორგანიზებული არც ერთი პარტიის მიერ. ვანდალიზმის ორგანიზატორი იყო ხელისუფლება და სუს-ი. დაპირისპირებაა საპატრულოსა და სუს-ს შორის. აქციაზე სხვადასხვა პარტიის წევრები მივიდნენ, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრები. „ბათუმი პლაზასთან“ კარგად ჩანს კადრებში არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, მოქალაქეების მოთხოვნა ხელისუფლებამდე მიგვეტანა. მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ დასჯილიყო საპატრულო სამსახურის ის თანაშრომლები, რომლებიც მათ უხეშად ექცეოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ეს ადამიანები ღამის 12 საათზე პროვოკაციაზე წაიყვანეს დაარბიეს, რასაც ჩვენ ვგმობთ. სუს-მა გამოიყენა და მშვიდობიანი აქცია ვანდალიზმში გადაიყვანა, რასაც ჩვენ ვემიჯნებით და ვამბობდით იმ დღესაც“, - აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.