საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბერლინში დასრულდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბერლინში დასრულდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით,  საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბერლინში დასრულდა.

საპარლამენტო დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები  ნინო წილოსანი, ანრი ოხანაშვილი, ზაზა ხუციშვილი, ლევან კობერიძე, სერგო რატიანი ასევე, პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე შედიან, მაღალი დონის შეხვედრები გამართა ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტთან ულა შმიდტთან, ბუნდესტაგის საგარეოურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან, გერმანიის უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა დეპარტამენტის კანცლერთან, გერმანიის პოლიტიკური ფონდის დასაგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომდგენლებთან, სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან აგრეთვე, ბრანდენბურგის ფედერალური მიწისლანდტაგის ვიცე პრეზიდენტთან, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან  და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიისსაკითხებზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან.

ორმხრივ შეხვედრებზე გერმანია-საქართველოს საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს. მხარეებმაგანიხილეს ურთიერთობების  ეკონომიკური დაპოლიტიკური მიმართულები, ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ ორგანოებში მჭიდრო კავშირი, საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის საკითხები, ასევე, ჩვენი ქვეყნის კავშირი გერმანიის პოლიტიკურ ფონდთან და ანალიტიკურ კვლევით ცენტრებთან.

სამდღიანი სამუშაო ვიზიტის პროგრამა დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ შეაფასა.

„გერმანიასაქართველოსმჭიდრო და მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს. ბერლინში კოლეგებთან ერთად, ძალიან საინტერესო და სასარგებლო მაღალი დონის შეხვედრებიგავმართეთ, როგორც საპარლამენტო ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე. განვიხილეთ ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების საკითხები, კონკრეტულითანამშრომლობის სფეროები და ჩვენი  საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, აგრეთვე გავაცანით საქართველოში გატარებული დემოკრატიული რეფორმები, მიღწევები და პროგრესი.

ასევე,  შევხდით  ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს, რომელთაც ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ვესაუბრეთ.

ჩვენი გერმანელი პარტნიორები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი სწრაფვის მიმართ. ისინი მხარსუჭერენ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირებისთვის გატარებულ ყველა რეფორმას!

მადლობას ვუხდით  და ვაფასებთ მათ ურყევ მხარდაჭერას, რომელსაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ბერლინში, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში ევროპული ღირებულებების დადემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. მისივე თქმით, აპრილში, ბერლინსა და თბილისში  გერმანია-საქართველოს ხანგრძლივი კულტურულ-პოლიტიკური, მათ შორის, მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავის აღსანიშნავი ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ბერლინში გამართულ საერთაშორისო ტურიზმის გამოფენას ეწვიენ, სადაც საქართველოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოადგენს.