,,ევროპული საქართველო“ მზად არის, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტთან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღოს

,,ევროპული საქართველო“ მზად არის, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტთან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღოს

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოსმენების კანონი და მისი განხილვა გახანგრძლივებულიყო, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის არაკონსტიტუციური კანონი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, თუკი პრეზიდენტს ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე კონსულტაციები სურს, ,,ევროპული საქართველო“ მზად არის ამ კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღოს. 

,,ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოსმენების კანონი და მისი განხილვა გახანგრძლივებულიყო, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის არაკონსტიტუციური კანონი. პარლამენტი და უმრავლესობა არღვევს საკონსტიტუციო სასამარლოს გადაწყვეტილებას. თუ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, ეს იქნება ძალიან კარგი, თუმცა უმრავლესობას ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება. თუ პრეზიდენტს უნდა ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები, ჩვენ მზად ვიქნებით პრეზიდენტს ვესაუბროთ და ჩვენი არგუმენტები გავაცნოთ. ავუხსნათ პრეზიდენტს და საზოგადოებას, რატომ არის ამ ფორმით ამ კანონის მიღება არაკანონიერი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

პრეზიდენტი ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ხელმოწერის გადაწყვეტილების მიღებამდე საპარლამენტო ფრაქციებს კონსულტაციებს სთავაზობს. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა, დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე შევიდა, თუმცა მათ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვთ.