ისევე, როგორც 2007 წელს საერთაშორისო საზოგადოება, ევროკავშირით დაწყებული, გვერდით ედგა „იმედს“, დღეს, ჩვენ ვდგავართ „რუსთავი-2“-თან

ისევე, როგორც 2007 წელს საერთაშორისო საზოგადოება, ევროკავშირით დაწყებული, გვერდით ედგა „იმედს“, დღეს, ჩვენ ვდგავართ „რუსთავი-2“-თან

ისევე, როგორც 2007 წელს საერთაშორისო საზოგადოება, ევროკავშირით დაწყებული, გვერდით ედგა ტელეკომპანია „იმედს“, დღეს, ჩვენ ვდგავართ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ მედიაპლურალიზმი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიულ საზოგადოებაში, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ „რუსთავი 2“-ის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

დიპლომატის განცხადებით, საქართველო დღეს, განიხილება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში წარმატების საუკეთესო მაგალითად და დასანანი იქნება თუ საქართველოს იმიჯი დაზარალდება.

„აზრის გამოხატვის და მედიის თავისუფლება დემოკრატიის საფუძველია. „რუსთავი-2“-ის შესახებ, ჩვენ გასულ კვირას ვნახეთ საელჩოების განცხადებები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, რომ საქართველოს სურს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება. ვფიქრობ, მესიჯი მკაფიოა: ჩვენ გვსურს გადავცეთ ის მესიჯი, რომ საქართველო დღეს განიხილება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში წარმატების საუკეთესო მაგალითად და დასანანი იქნება თუ საქართველოს იმიჯი დაზარალდება. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველო დარჩება დემოკრატიულ ქვეყანად, რომელიც ყოველდღიურად გააუმჯობესებს ამ სტატუსს“, - განაცხადა პასკალ მენიემ.