ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე რაიმე სახის ზეწოლის საფრთხეს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე შესაძლო ზეწოლის ან ზემოქმედების მოხდენის მცდელობებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ევროპული სასამართლო ძალიან ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოა. შესაბამისად, მე ზეწოლის საფრთხეს ვერ ვხედავ“, - განაცხადა იან კელიმ.
სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.