ვაშინგტონში არსებული ისტერია რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობებს ზიანს აყენებს

ვაშინგტონში არსებული ისტერია რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობებს ზიანს აყენებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში არსებული ისტერია რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობებს ზიანს აყენებს.

დიმიტრი პესკოვმა უარყო ბრალდებები აშშ-ის არჩევნებში ჩარევის თაობაზე.

„ჩვენ არ გვაქვს ჩარევის არავითარი სურვილი. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ საზოგადოებრივ აზრში არსებული ისტერია, ისტერია ოფიციალურ ვაშინგტონში და ამერიკულ მედიაში ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მომავალს“, - განაცხადა პესკოვმა.

დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ ბრალდებები რუსეთის კიბერშეტევებში მონაწილეობის თაობაზე სიცრუეს წარმოადგენს.

„დროა აშშ-ში ვინმე დაფიქრდეს: ნუთუ ასეთი სუსტები ვართ, რომ რომელიღაცა ქვეყანას შეუძლია ჩაერიოს აშშ-ის შიდა საქმეებში და გავლენა მოახდინოს საარჩევნო სისტემაზე?“ - აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, აშშ „ნომერ პირველი მოთამაშეა“ მსოფლიო არენაზე და რუსეთს სურს საქმე ჰქონდეს ვაშინგტონში სტაბილურ მთავრობასთან.