მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება ხელს შეუწყობს არა თუ რეალობაში არ იქნას პრობლემები არამედ, რაიმე სახის კითხვის ნიშნებიც არ გაჩნდეს საზოგადოებაში.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ მედია-ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა.
„მივესალმები პრემიერმინისტრის ამ ინიციატივას. ეს იქნება სპეკულაციის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ შეიქმნება ობიექტური წყარო, რომელიც მედიაში არსებულ მდგომარეობას დააკვირდება და საზოგადოებას მედია სივრცეშიარსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებითინფორმაციას მიაწვდის“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისივე შეფასებით, მედია სივრცე დღეს არის გახსნილი და თავისუფალი. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ, მათ შორის, ძალიან კრიტიკულ ტელევიზიასაც არ შეექმნას რაიმე დაბრკოლება საკუთარი მაუწყებლობის განხორციელების კუთხით. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება მომავალშიც. ეს ინიციატივა რითაც პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, ხელს შეუწყობს ამ მხრივ რომ არათუ რეალობაში არ იქნას პრობლემები არამედ რაიმე კითხვის ნიშნებიც არ გაჩნდეს საზოგადოებაში“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.