2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე მე ჯერ განცხადებას არ ვაკეთებ, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა გიორგი მარგველეშვილმა გადაცემა ”იმედის დროში” დასმულ კითხვას, მიიღებს თუ არა მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.
”შესაბამისად, ყველა, ვინც კონსტიტუციის დაწერას აპირებს, აქედან გამომდინარე მათ აქვთ სრული თავისუფლება კონსტიტუცია ფუნდამენტური ანალიზიდან გამომდინარე წერონ და არა ჩემი გადაწყვეტილებიდან - მე რას ვაპირებ. არავის უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ კონსტიტუცია მისთვის იწერება”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.