ჩუღურეთის რაიონში მარათონი „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა

ჩუღურეთის რაიონში მარათონი „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, აღმაშენებლის გამზირზე მარათონი „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა.

მარათონმა სტარტი დავით აღმაშენებლის გამზირი N82-დან აიღო და განახლებულ აღმაშენებელზე გამარჯვებულების დაჯილდოებით და ფლეშმობით დასრულდა.

მარათონში ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები და სკოლის მოსაწავლეები მონაწილეობდნენ.

მარათონის დაწყებამდე, გაიმართა შეჯიბრი გარბენში, რომელშიც ჩუღურეთის რაიონის 
სკოლის მოსწავლეებმა და გამგეობის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

მარათონი „ჩემი გაზაფხული“ პირველად 2015 წლის გაზაფხულზე ჩატარდა.