აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ხელისულების მისამართით ისმის კრიტიკა, რომ ხშირად ის გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას ადეკვატურად არ იცავს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ხელისულების მისამართით ისმის კრიტიკა, რომ ხშირად ის გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას ადეკვატურად არ იცავს

საქართველოს კანონმდებლობით გამოხატვისა და მედიის თავისუფლება დაცულია, თუმცა ხელისულების მისამართით ისმის კრიტიკა, რომ ის ხშირად ადეკვატურად არ იცავს აღნიშნულ უფლებას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიშშია საუბარი. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედია პლურალიზმის საკითხი ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ეჭვქვეშ მას შემდეგ დააყენეს, რაც ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა გავლენა მოახდინა წამყვან ტელეკომპანიებზე, მათ შორის „რუსთავი 2“-ზე. 

„პარლამენტის უუნარობამ, სამი წლის განმავლობაში აერჩია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციის საბჭოს 8 წევრი, გააჩინა ეჭვი, რომ შერჩევის პროცესის პოლიტიზირება ხდებოდა და ნეგატიურ გავლენას ახდენდა ტელევიზიის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე“, - ნათქვამია ანგარიშში. 

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ხელისუფლების მისამართით კრიტიკის გამოხატვის უფლება აქვს, არასამთავრობო ორანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლებისა და ყოფილი ჩინოვნიკების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განუწყვეტელ კრიტიკას, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების წინააღმდეგ მიმართულ გამოძიებებს გულისხმობს, თვითცენზურამდე მივყავართ. 

ანგარიშის თანახმად, საქართველოში მედია პოლიტიკურად პოლარიზებული რჩება და საზოგადოებას ნაკლებად ობიექტური ინფორმაცია მიეწოდება. წამყავნი ტელეკომპანიები გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიმართ სუბიექტურები არიან, ხელისუფლება ძირითადად „რუსთავი 2“-ს აკრიტიკებს ოპოზიციური ძალებისადმი ლოიალობის გამო.