ალბათ, პროფესიონალური და პიროვნული ტრაგედია განიცადა გუშინდელ დღეს ცხრავე მოსამართლემ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ეს არის იმხელა ლაქა, რომელსაც ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავენ.
„მადლობა მოსამართლეს, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა დესტაბილიზაციას, ქვეყანა გადაარჩინა რეალურად იმ მდგომარეობას, სადაც არ იქნებოდა ნორმალური პოლიტიკური პროცესი. ივანიშვილი პოლიტიკოსებს, სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს უხშობდა თავისუფალ მედია საშუალებას, რომელიც ივანიშვილის კონტროლის მიღმაა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.